Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს


პარლამენტის შენობასთან დღეს მიმდინარე აქციისას დაკავებულ ალეკო შალამბერიძესა და ლევან ჩიტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის, 400-400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაუწესა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი თბილისიდან იუწყება, ხალხის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" აქტივისტი ლევან ჩიტაძე გაათავისუფლეს. სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან სამართალდამცველების მოქმედებას და დაკავების ფაქტს აუცილებლად გაასაჩივრებენ. 20 აგვისტოს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრები და გარე მოვაჭრეები შეიკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ, სადაც გაიმართება საპროტესტო ბრიფინგი.
XS
SM
MD
LG