Accessibility links

ლორიკ მარშანია მიწას მიაბარეს


ტრაგიკულად დაღუპული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა “მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი ლორიკ მარშანია თბილისში, ლისის ტბასთან მდებარე დევნილთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მარშანიას დაკრძალვას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია გარკვეული პერიოდი დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ეთნიკურად აფხაზს, ჟენევის მოლაპარაკებებში არაერთგზის მიუღია მონაწილეობა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. ლორიკ მარშანიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა. ლორიკ მარშანია 13 აგვისტოს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას მანქანა დაეჯახა.
XS
SM
MD
LG