Accessibility links

logo-print

აშშ-ის დახმარება პაკისტანისთვის 60-დან 150 მილიონ დოლარამდე გაიზრდება


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დროულად შეასრულოს წყალდიდობით დაზარალებული პაკისტანის დახმარების პროგრამები. ხუთშაბათს, 19 აგვისტოს მოწვეულ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სწორედ დღეს უნდა გამოჩნდეს, რამდენად მყარია საერთაშორისო სოლიდარობა. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დახმარება პაკისტანისთვის 60-დან 150 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG