Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა დასახლებებში ქვეწარმავლები მრავლდებიან


დევნილთა დასახლებებში ქვეწარმავლები სწრაფად მრავლდებიან. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლები გველებს უკვე კოტეჯებთან ახლოს ხედავენ. ძლიერი გვალვის დროს ქვეწარმავლები კოტეჯებისკენ მიიწევენ. დევნილები ბავშვებს შიშით გარეთ ვეღარ უშვებენ.

შორენა ასკილაშვილი ძლიერი სიცხის მიუხედავად ყოველ ღამით ფანჯარას ხურავს, რომ ქვეწარმავლებმა ოთახში არ შეაღწიონ.

შორენას მსგავსად მომრავლებულ ქვეწარმავლებს სხვა დევნილებიც ხშირად ამჩნევენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი სამსახურისთვის ჯერ არ მიუმართავთ. ანალოგიური პრობლემა ვერხვების დევნილთა დასახლების მაცხოვრებლებსაც აწუხებთ.

დევნილებმა არც ის იციან, მათ დასახლებაში რომელი სახეობის გველები მრავლდებიან, ამიტომ ისინი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ქვეწარმავლების სახეობის დასადგენად, პირველ რიგში, შესაბამისი სპეციალისტების, შემდეგ კი მღრნელებთან და ქვეწარმავლებთან მებრძოლი სამსახურის წარმომადგენლების ჩასვლას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG