Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიუმრიში 102-ე სამხედრო ბაზის დისლოცირების ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა


პრეზიდენტების სარგსიანის და მედვედევის მოლაპარაკების შემდეგ, სომხეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმად, გიუმრიში, 102-ე სამხედრო ბაზის დისლოცირების ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა. დღემდე არსებული შეთანხმებით, ეს ვადა 2020 წელს იწურებოდა. დოკუმენტის შესაბამისად, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა რუსეთის ინტერესების დაცვის გარდა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოფს რესპუბლიკის უსაფრთხოებას და სომხეთს თანამედროვე სამხედრო ტექნიკით მომარაგებას. ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიუმრის ბაზის შემდგომი ფუნქციონირების შეთანხმებაში მხოლოდ ვადა არ შეცვლილა. სერჟ სარგსიანის განმარტებით, გაფართოვდა სომხეთში მყოფი რუსი სამხედროების გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის სფეროც, რომელიც დღემდე მოქცეული იყო მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG