Accessibility links

logo-print

გაერო წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანს ახალ დახმარებას დაპირდა


გაერომ ჩანს მიაღწია მიზანს, 460 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყოს პაკისტანში წყალდიდობის მსხვერპლს. სახსრების გამოყოფის შესახებ დაპირება გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიიღეს მას მერე, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა დამატებითი თანხის გაცემისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
პაკისტანში წყალდიდობის მსხვერპლის რაოდენობა 20 მილიონია. აშშ, გაეროს უდიდესი დონორი სახელმწიფო, დამატებით გამოყოფს 60 მილიონ დოლარს, რითაც მისი მთლიანი წილი 150 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. თავიანთ წილს გაზრდიან სხვა ქვეყნებიც.
XS
SM
MD
LG