Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ რუსეთის სამხედრო ყოფნის გახანგძლივების შესახებ


სომხეთმა და რუსეთმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გახანგძლივდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში, სამაგიეროდ კი ერევანი მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ერევანში რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა და სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნა გახანგძლივდება 20020-დან 2044 წლამდე. ის გულისხმობს რუსეთის მხრიდან სომხეთისთვის თანამედროვე შეიარაღების და აღჭურვილობის მიწოდებას. სომხეთი ასევე უფორმებს რუსეთს ხელშეკრულებას თავის ტერიტორიაზე, საბჭოთა პერიოდის ატომური ელექტროსადგურის ბაზაზე ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG