Accessibility links

ოშის ურჩ მერს თანამდებობაზე დარჩენა სურს


ყირგიზეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ოშის მერმა, ქვეყნის ცენტრალური მთავრობის მიმართ კრიტიკულმა მელის მირზაქმატოვამა, თავის მომხრეთა წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩენა სურს, მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ მთავრობა მის განთავისუფლებას ესწრაფვის. ოშში, თავისი 2 ათასი მომხრის წინაშე შამოსვლისას მან თქვა, რომ მთავრობამ მას სხვა სამსახური შესთავაზა, მაგრამ ის არ აპირებს მერობიდან გადადგომას. უკვე ორი დღეა ოშში, სადავო მერის მომხრეთა გამოსვლები იმართება. მირზაქმატოვი ჩამოგდებული პრეზიდენტის ბაკიევის ახლო მოკავშირე იყო. ოშში მიტინგის ზოგიერთი მონაწილე პრეზიდენეტ როზა ოტუნბაევას გადადგომას მოითხოვდა. მათ არ მისცეს სიტყვის თქმის საშუალება მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც მერს ახლდა. უფრო ადრე მათ შეუტიეს ყირგიზეთის შრომის მინისტრს, რომელიც ბრბოს დაშოშმინებას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG