Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი დემეტრაძის ადვოკატები საქართველოს პროკურატურას სტრასბურგში უჩივიან


ცნობილი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის ადვოკატები საქართველოს პროკურატურას სტრასბურგში უჩივიან. სააგენტო პირველს ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურები ადვოკატებს გიორგი დემეტრაძის უფლებათა დაცვის საშუალებას არ აძლევენ. ფხალაძის თქმით, არაერთი მოთხოვნის და საჩივრის მიუხედავად ადვოკატები საქმის მასალებს ამ დრომდე არ გაცნობიან, რის გამოც იძულებულნი იყვნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართათ. ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით, ივლისში დაკავებულ გიორგი დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 7 სექტემბერს ამოეწურება.
XS
SM
MD
LG