Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზი მოსკოვთან ”მისტრალის” მიყიდვაზე მოლაპარაკებას განაგრძობს


ფრანგული ვერტმფრენმზიდის ”მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვის მიზნით, პარიზი მოსკოვთან მოლაპარაკებას განაგრძობს - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტი ელისეის სასახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. მისი განმარტებით, საფრანგეთისთვის შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერტმფრენმზიდების შესაძენად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა. ელისეის სასახლის წარმომადგენელმა ტენდერში საფრანგეთის შესაძლო მონაწილეობის კომენტარზე უარი თქვა.
XS
SM
MD
LG