Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები 400-400 ლარით დააჯარიმეს


დევნილები, გარემოვაჭრეები და მათი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი კონსერვატიული და ხალხის პარტიები ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციების დარბევაში, უკანონოდ დაკავებასა და დაჯარიმებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან დააკავა ხალხის პარტიის წარმომადგენელი ალექსანდრე შალამბერიძე და ახალგაზრდული ორგანიზაცია ”არა”-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე. მოგვიანებით, სასამართლომ ისინი 400-400 ლარით დააჯარიმა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დღეს განაცხადეს, რომ პოლიციამ დაარბია სანქცირებული აქცია და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ამ მოქმედებას და ორი პირის დაკავებას აქციის ორგანიზატორები მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG