Accessibility links

logo-print

სენატორი კერი ქაბულში დაბრუნდა კარზაისთან მოსალაპარაკებლად


აშშ-ის გავლენიანი სენატორი, ჯონ კერი მოულოდნელად დაბრუნდა ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შესახვედრად. ვაშინგტონში, კერის ოფისმა დაადასტურა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მეზობელი პაკისტანიდან, სადაც წყალდიდობის არეალები მოინახულა, უკან დაბრუნდა ქაბულში. კერის წარმომადგენელმა, ფრედ ჯონსმა, უარი თქვა კარზაისთან კერის შეხვედრის მიზნის დატალები გაემხილა. სხვა წყაროს თანახმად, მოელიან, რომ კერი აპირებს მოთხოვოს კარზაის უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავოს უსაფრთხოების ფირმებში ხელშეკრულებით მომუშავე პირების გაწვევის ოთხთვიანი ვადის მიმართ. ამ ვადას პენტაგონი „ძალიან გაბედულად“ და მომთხოვნად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG