Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ტერაქტის პასუხისმგებლობა ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა იკისრა


ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა იკისრა თავის პასუხმიგებლობა თვითმკვლელის თავდასხმისთვის, რომელიც ამ კვირაში ბაღდადში განხორციელდა, არმიის წვევამდელთა მიმღებ ცენტრში. „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე იყვნენ „ შიიტი მოღალატეები, რომლემაც რწმენა გაყიდეს სუნიტებთან ბრძოლაში“. „ერაყის ისლამური სახელმწიფო“ სუნიტების მეამბოხეთა გაერთიანების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ეკუთვნის ალ ყაიდის ერაყის ნაწილს. ბაღდადში სამშაბათის ამ თავდასხმისას 58 წვევამდელი და ჯარისკაცი დაიხოცა და 130 დაშავდა.
XS
SM
MD
LG