Accessibility links

logo-print

კლინტონი: ისრაელი და პალესტინა პირდაპირ მოლაპარაკებებს განაახლებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას პირდაპირი მოლაპარაკებების აღსადგენად ვაშინგტონში იწვევს. კლინტონის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მიმართულ მოლაპარაკებებს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმასპინძლებს. კლინტონმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია იორდანიის მეფე აბდულა, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და საერთაშორისო საზოგადოების წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ტონი ბლერი. მოლაპარაკება „საბოლოო სტატუსის“ საკითხებს შეეხება - საზღვრებს, იერუსალიმს და პალესტინელ დევნილებს.

XS
SM
MD
LG