Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციაში პროკურორმა „უიკილიკზის“ დამაარსებელზე დაპატიმრების ორდერი გასცა


შვეციაში პროკურორმა დაპატიმრების ორდერი გასცა „უიკილიკზის“ დამაარსებელზე, ჯულიან ასანჯზე, რომელიც გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალმომრეობაშია ეჭვმიტანილი. საინტერნეტო გვერდმა, „უიკილიკსმა“, ათასობით გაჟონილი დოკუმენტი გამოაქვეყნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ქმედების შესახებ. ასანჯმა მისი მიმართ წაყენებულ ბრალდებას უწოდა „უსაფუძვლო“ და თქვა, რომ ახლა მათი წამოყენება „ღრმად ხელისშემშლელია“. შვეციის პროკურატურის თანახმად, ასანჯს დააკავებენ გამოძიების მიზნით, მაგრამ ეს არ გულისხმობს მისი მიმართ საქმის აღძვრას. ასანჯმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ავღანეთში ომის შესახებ გამოაქვეყნა 15 ათასზე მეტი დოკუმენტი. გასულ კვირაში ის იყო შვეციაში, სადაც მისი ფირმას არაერთი სერვერი აქვს.
XS
SM
MD
LG