Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტში მოსკოვის მეტროზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს


რუსეთის სახელმწიფო ანტი-ტერორისტული უწყების თანახმად, უშიშროების ძალებმა ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლეს მაღალი რანგის მეამბოხე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო, მარტში, მოსკოვის მეტროში მოწყობილი თვითმკვლელური ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. უწყების წარმომადგენლის თქმით, მაგომედალი ვაგაბოვის გვამი ნახეს შენობის ნანგრევებში, რომელზეც უშიშროების ძალებმა მიიტანეს იერიში დაღესტანში. ვაგაბოვი, ამავე ცნობით ევჭმიტანილი იყო თავდასხმის ორგანიზებაში, რომელიც თვითმკვლელმა ქალებმა განახორციელეს და რომელსაც 40 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG