Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა და იორდანიის მეფემ მიიღეს მიწვევა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე


ეგვიპტის პრეზიდენტმა და იორდანიის მეფემ თანხმობა გამოაცხადეს, რომ მიიღეს აშშ-ის მიწვევას, დაესწრონ სადილს ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკებისას, რომელიც ვაშინგტონში, სექტემბერში გაიმართება. პარასკევს დაპატიჟა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და იორდანიის მეფე აბდულა მეორე სადილზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ ისრაელსა და პალესტინელთა შორის პირველი მოლაპარაკების დროს შედგება. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების კვარტეტი, აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, გამოეხმაურა კლინტონის მიწვევას და განაცხადა, რომ მოლაპარაკება პალესტინელთა სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან ერთად წელს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG