Accessibility links

logo-print

სამი ავღანელი პოლიციელი დაიხოცა შეცდომით გახსნილი ცეცხლის შედეგად


ნატოს ცნობით, კოალიციის ჯარებმა სამი ავღანელი პოლიციელი დახოცეს შეცდომით, ავღანეთის ჩრდილოეთში. ავღანეთის უშიშროების ძალებს ბრძოლა ჰქონდათ დაუდგენელი რაოდენობის მეამბოხეებთან, რის შემდეგაც მათ საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს. ორი შვეულმფრენი ბრძოლაში ჩარეთო, მაგრამ არეალის შემდგომი შემოწმებით დადგინდა, რომ შემთხვევით, სამი ავღანელი პოლიციელი დაიხოცა და არაერთი დაშავდა. დღესვე, კოალიციის ჯარის თანახმად, ერთი ქალი და ორი ბავშვი დახოცეს შემთხვევით, მეამბოხეთა წინააღმდეგ ოპერაციის დროს, ფარაჰის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG