Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციაში პროკურორმა გააუქმა „უიკილიკზის“ დამაარსებელის დაპატიმრების ორდერი


შვეციაში გააუქმეს „უიკილიკზის“ დამაარსებელზე, ჯულიან ასანჯნე, პროკურორის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი. მასზე ეჭვი მიიტანეს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში. პროკურორ ევა ფინეს თქმით, არ არსებობს საფუძველი იმის ეჭვისა, რომ ასანჯმა გაუპატიურება ჩაიდინა. საინტერნეტო გვერდმა, „უიკილიკსმა“ ათასობით გაჟონილი დოკუმენტი გამოაქვეყნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ქმედების შესახებ. ასანჯმა მისი მიმართ თავიდან წაყენებულ ბრალდებას უწოდა „უსაფუძვლო“ და თქვა, რომ ახლა მათი წამოყენება „ღრმად ხელის შემშლელი“. ასანჯმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ავღანეთში ომის ეშსახებ გამოაქვეყნა 15 ათასზე მეტი დოკუმენტი. გასულ კვირაში ის იყო შვეციაში, სადაც მის ფირმას არაერთი სერვერი აქვს.
XS
SM
MD
LG