Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები


ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ჯერჯერობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს მოიპოვოს მთავრობის შექმნისთვის საჭირო უმრავლესობა. იუწყებოდნენ, რომ ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ მცირე უპირატესობით ლიდერობდა ოპოზიციული ლიბერალური და ნაციონალური პარტიების კოალიცია. ლეიბორისტების ლიდერმა, ავსტრალიის პირველმა ქალმა პრემიერმა, ჯულია გილანდმა განაცხადა, რომ ის შეასრულებს თავის მოვალეობას, სანამ საბოლოო შედეგები გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG