Accessibility links

logo-print

კალინინგრადში გაიმართა აქცია გუბერნატორთა პირდაპირი არჩევნების მოთხოვნით


რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, ოპოზიციამ დღეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. მისმა მონაწილეებმა მოითხოვეს გუბერნატორთა პირდაპირი არჩევნების აღდგენა. მათვე გუბერნატორ გეორგი ბუსს მოუწოდეს შეამციროს კომუნალური გადასახადები. მსველობაში რუსეთის უმთავრების ოპოზიციური პარტიების და სხვა ორგანიზაციების ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. აქცია, რომელშიც, ჩვენი რადიოს კორესპონდენტის თქმით, ათასამდე კაცი მონაწილეობდა, ინციდენტის გარეშე დასრულდა.
XS
SM
MD
LG