Accessibility links

ნეტანიაჰუ: ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო შეთანხმება "მძიმე ამოცანაა, რომლის გადაჭრა შესაძლებელია"


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას უწოდა მძიმე „ამოცანა, რომლის გადაჭრა შესაძლებელია.“ კვირას მინისტრთა კაბინეტის სდომაზე ნეტანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკეებების შედეგად შესრულებული უნდა იქნეს რიგი მოთხოვნები, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებას ეხება. კერძოდ, პალესტინელთა მომავალი სახელმწიფო დემილიტარიზებული უნდა იყოს და უნდა აღიარებდეს ისრაელს, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფოს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის დამდეგს ვაშინგტონში განახლდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG