Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთ-უნგრეთის საზღვარზე შემოწმებისას სატვირთო მანქანის ძარაზე აღმოჩნდა 36 არალეგალური იმიგრანტი


რუმინეთისა და უნგრეთის საზღვარზე შემოწმებისას პოლონეთის სატვირთო მანქანის ძარაზე აღმოჩნდა 36 არალეგალური იმიგრანტი - ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან. პოლიციის ცნობით, ისინი დასავლეთ ევროპაში ცდილობდნენ შეღწევას. უნგრეთი შედის შენგენის ხელშეკრულების ქვეყნებში, რომელთა შორის არ არსებობს სასაზღვრო კონტროლი. ამ ზონაში რუმინეთი ჯერჯერობით არ შედის. მარტში რუმინეთ-უნგრეთის საზღვარზე მსგავს გარემოებებში აღმოჩნდა 50 იმიგრანტი ავღანეთიდან.
XS
SM
MD
LG