Accessibility links

logo-print

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე მიმდინარეობს ხიმკის ტყის დამცველთა სოლიდარობის აქცია


მოსკოვში, პუშკინის მოედანზე მიმდინარეობს ხიმკის ტყის დამცველთა სოლიდარობის აქცია. ორგანიზატორებმა მერიაში შეიტანეს განაცხადი კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ მხოლოდ მიტინგის ნებართვა მიიღეს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, შეკრებილების წინაშე გამოვიდა ჯგუფ „დე-დე-ტე“-ს ლიდერი იური შევჩუკი. მან იმღერა ხმის გამაძლიერებელი აპარატურის გარეშე, რის გამოყენებაც აკრძალა მილიციამ. მოედანი პოლიციითა და ომონითაა გარშემორტყმული. ტვერსკაიას ქუჩაზე მანქანები დგას შინაგანი ჯარების მოსამსახურეებით. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ხიმკის ტყის დამცველთა მოძრაობის აქტივისტები ცლიდობენ, ხელი შეუშალონ ხეების გაჩეხვას, რაც მოსკოვი-პეტერბურგის ფასიანი ავტოსტრადის მშენებლობისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG