Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედროები შეიძლება დაბრუნდნენ ერაყში სამხედრო ამოცანების შესასრულებლად


ამერიკის სამხედროები შეიძლება დაბრუნდნენ ერაყში სამხედრო ამოცანების შესასრულებლად, თუკი ეს საჭირო გახდება - განაცხადა ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა, გენერალმა რეი ოდიერნომ. კვირას CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება შეიძლება შეიქმნას ერაყის უშიშროების ძალების სრული კრახის ან ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში. მანამდე ერაყი დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების უკანასკნელმა საბრძოლო ნაწილმა. ქვეყანაში რჩება 50-ათასკაციანი დამხმარე კონტინგენტი. ის მომავალ წელს დატოვებს ერაყს.
XS
SM
MD
LG