Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში შეიარაღებულმა ყოფილმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა


როგორც ფილიპინების ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან, სამსახურიდან დათხოვილმა შეიარაღებულმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსი დააკავა, სადაც 20–ზე მეტი სამხრეთ კორეელი ტურისტი იმყოფება, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს ავტობუსი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, პიროვნება, რომელმაც ტურისტული ავტობუსი დააკავა პოლიციიდან ცუდი ყოფაქცევისა და კრიმინალური საქციელის გამო გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG