Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას იმ დახმარებისათვს, რაც მათ წყალდიდობის მსხვერლთა დასახმარებლად გასწიეს. შახ მეჰმუდ კურეშის განცხადებით, დასახმარებლად მოზიდული თანხის რაოდენობამ 800 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა: ”ამ პირობებში დასავლეთის, ევროპისა და ამერიკის გვერდით დგომა, თანხების მოზიდვა, მათი ასეთი სოლიდარობა, ჩვენთვის ძალიან გამამხნევებელია”, - აცხადებს კურეში. ამ ეტაპისათვის წყალდიდობის ახალი კერა შესაძლებელია ქვეყნის სამხრეთი გახდეს. სინდის პროვინციიდან ათეულობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადანაცვლება. ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს წყალდიდობის მსხვერლთა შორის გავრცელებული სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დღეს ვაშინგტონში პაკისტანის მაღალჩინოსნებს ხვდებიან, რათა განიხილონ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG