Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრალური ციხიდან მკვლელი გაიქცა


ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბაღდადის ცენტრალური ციხიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობისათვის, 2004 წელს გასამართლებული ჯასარ არ რავი გაიქცა. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დროისათვის იკვლევენ, როგორ მოახერხა მკვლელმა ციხიდან გაქცევა. როგორც ირკვევა, ის ბაღდადის ცენტრალური ციხიდან 2009 წლის სექტემბერში გაიქცა, ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. გაქცეულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის, ერაყის მოქალაქის მარგარეტ ჰასანის მკვლელობა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცა, რის შედეგადაც არაერთმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ შეწყვიტა ერაყში მუშაობა და თანამშრლომლების ევაკუირება მოახდინა.

XS
SM
MD
LG