Accessibility links

logo-print

”ციმბირული” ავიამიმოსვლა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

დღეიდან, 23 აგვისტოდან ავიაკომპანია "სიბირი" (S7 Airlunes) მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათას შესრულდება. რუსული ავიაკომპანია მგზავრებს AIRBUS A 319 ტიპის ხომალდით მოემსახურება.

მოსკოვიდან რეისი მოსკოვის დროით 10:25 საათზე შესრულდება, თბილისში ჩამოფრენის დრო კი 13:10 საათია. თბილისიდან თვითმფრინავი 14:00 საათზე (თბილისის დროით) გაფრინდება და მოსკოვოს აეროპორტში 16:50 (მოსკოვის დროით) საათზე დაეშვება. ბილეთის ფასი ორივე გზაზე, დაახლოებით, 500 დოლარის ფარგლებში ეღირება. როგორც საქართველოს ერთიან ადმინისტრაციაში განმარტავენ, თავის მხრივ, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასეთივე სიხშირით - კვირაში სამჯერ რუსეთში იფრენს.

პირდაპირი რეისები თბილისსა და მოსკოს შორის ორი წლის წინ, 2008 წელს აგვისტოში შეწყდა და დროის ამ მონაკვეთში პერიოდულად სრულდებოდა ჩარტერული რეისები - მეტწილად სადღესასწაულო დღეებში. ამჯერადაც ლაპარაკი მხოლოდ ჩარტერული ავიამიმოსვლის გააქტიურებაზეა და არა - ინტენსიური ფრენების აღდგენაზე.

სწორედ ამიტომ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო საქართველოსა და რუსეთს შორის 23 აგვისტოდან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 18 აგვისტოს "რია-ნოვოსტიმ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანია "სიბირს" თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელების ნება დართო, თუმცა საუბარია ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც "სიბირი" და ქართული “აირზენა” შეასრულებენ.

ჩარტერული რეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემაც დაადასტურა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ქვეყნებს შორის ფრენებს "აირზენა" განახორციელებდა, აგვისტოს ბოლოს კი – "სიბირი". თუმცა, ბილეთებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ორივე კომპანიის მიერ ჩარტერული რეისების პარიტეტულ საფუძველზე შესრულების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
XS
SM
MD
LG