Accessibility links

logo-print

მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის ჩარტერული ავიარეისი შეასრულა ”სიბირმა”


ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირი ჩარტერული ავიარეისი შეასრულა რუსულმა კომპანია ”სიბირმა.” საქართველოს ნებართვის საფუძველზე, დღეიდან სამ ოქტომბრამდე რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავები კვირაში სამ ჩარტერულ რეისს შეასრულებენ. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიამიმოსვლა გასული კვირიდან 15 სექტემბრამდე განაახლა ავიაკომპანია ”აირზენამაც”.
XS
SM
MD
LG