Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება


საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს განაცხადა, რომ ეს ვადა აღარ შეიცვლება. მისივე შეფასებით, სასწავლო პროცესის დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღი მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს არდადეგების და სწავლისთვის მოსამზადებელი პერიოდის წინასწარ დაგეგმვის საშუალებას შეუქმნის. დღემდე, სასწავლო პროცესის განახლების თარიღს სკოლები თავად განსაზღვრავდნენ. ამასთან, საჯარო სკოლებში ადრინდელი სისტემა დაბრუნდა და სასწავლო წელი კვლავ ორ სემესტრად დაიყო.
XS
SM
MD
LG