Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 დღის წინ მიწისქვეშ დარჩენილი ჩილელი მაღაროელები ცოცხლები არიან


33 ჩილელი მაღაროელი, რომლებიც მიწისქვეშ ჩარჩნენ, ავარიიდან 17 დღის შემდეგ ცოცხლები არიან. მაშველებმა ზონდი ჩაუშვეს 700 მეტრეზე, ოქროსა და სპილენძის მაღაროში, სადაც ავარია მოხდა. 22 აგვისტოს ზონდის უკან ამოტანის შემდეგ, მასზე მიმაგრებული იყო ხელნაწერი ბარათი, რომელშიც მაღაროელები იუწყებოდნენ, რომ 33-ვე ცოცხალია და ერთად არიან საავარიო ნაწილში. მაშველეთა თანახმად, მაღაროებლებს იქ მოუწევთ კიდევ ორი თვით ყოფნა, სანამ მოხერხდება მათ ამოსაყვანად საჭირო ხვრელის გაჭრა. იგეგმება მათთვის სურსათის, წყლის, ჟანგბადის და სხვა აღჭურვილობის მიწოდების გზები. მაღაროელები დაახლოებით 450 მეტრის სიღრმეში მუშაობდნენ, ქალაქ კოპიაპოს მახლობლად, სან ესტებანის მაღაროში, როცა 5 აგვისტოს მაღაროს თავზე კლდე ჩამოიშალა.
XS
SM
MD
LG