ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, 25 ისლამისტი მეამბოხე გაიქცა საპატიმროდან. მათ სულ მცირე, ხუთი გუშაგი მოკლეს. პატიმრებმა დუშანბეს სახელმწიფო უშიშროების ციხიდან გაქცევა მოახერხეს ღამით, 23 აგვიტოს. ცნობით, გაქცეულები ნაწილია იმ 50-მდე პირისა, რომლებსაც გასულ კვირაში ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის და მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
ყველაზე პოპულარული
1