Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანილაში ავტობუსის გამტაცებელმა შვიდი მძევალი დახოცა


ფილიპინების პოლიციამ იერიში მიიტანა ავტობუსზე, რომელშიც შეირაღებულ პირებს მძევლად ჰყავდათ 15-მდე მგზავრი. ინციდენტი დედაქალაქ მანილაში მოხდა. თვითონ გამტაცებელი მოკლეს. მანილის პოლიციის ცნობით, სულ მცირე შვიდი მძევალია ასევე დაღუპული. პოლიციამ თავიდან ალყა შემოარტყა ავტობუსს, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტი, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა ტურისტული ავტობუსი ჩაიგდო ხელში 25 მგზავრით, ცხრა საათი გრძელდებოდა. ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი იყო, რომელიც სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. მოგვიანებით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაუშვა. ცნობით, ტურისტები ჩინეთიდან იყვნენ.
XS
SM
MD
LG