Accessibility links

logo-print

ბომბის აფეთქებას პაკისტანში 21 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის პაკისტანის პარლამენტის ცნობილი ყოფილი წევრი, დაიხოცა ორი სხვადასხვა აფეთქების დროს პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანსა და ქურამში. რადიო თავისუფლება-რადიო თავისუფალი ევროპის პაკისტანური რედაქციის, „რადიო“ მაშაალის" კორესპონდენტის თანახმად, სამხრეთ ვაზირისტანში აფეთქება მოხდა მეჩეთში, სადაც „ყურანის გაკვეთილი“ მიმდინარეობდა. დაიხოცა 16 პირი, დაშავდა 30. დახოცილთა შორის იყო ყოფილი პარდამენტარი მაულვი ნურ მუჰამედი. მეორე ინციდენტი, სადაც ხუთი ადამიანი დაიხოცა, თემის უხუცესთა შეკრებისას მოხდა. არეალში, „რადიო მაშაალის“ თანამხად, შიიტებსა და სუნიტებს შორის შეტაკებები ხშირია.
XS
SM
MD
LG