Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის საერთაშორისო ორგანიზაცები შეშფოთებას გამოხატავენ უკრაინელი ჟურნალისტის ბედის გამო


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინელი ჟურნალისტის, ვასილ კლიმენტიევის ბედის გამო. ჟურნალისტი 11 აგვისტოს დაიკარგა უგზო-უკვლოდ. უკრაინის პრესის თავისუფლების ორგანიზაციამ, მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა, მას მერე, რაც ჟურნალისტის მობილური ტელეფონი იპოვნეს ნავში ხარკოვის მახლობლად, შიში გამოხატა, რომ კლიმენტიევი შეიძლება აღარ იყოს ცოცხალი. კლიმენტიევი გაზეთ „ნოვი სტილის“ მთავარი რედაქტორია. მცირე გაზეთი საგამოძიებო ჟურნალისტიკას მიმართავს და ხარკოვში კორუპციის საქმეებს იკვლევს. გაზეთი ცნობილია კლიმენტიევის კრიტიკით სამართალდამცავი უწყებების მიმართ. „ასოშიეტიდ პრესი“ იუწყებოდა, რომ კლიმენტიევს დაემუქრნენ, როცა უარი თქვა, ფული აეღო ერთი რეპორტაჟის გამოქვეყნებაზე უარის სანაცვლოდ. საქმე ადგილობრივი პროკურორის მექრთამეობას ეხებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პირადად გაუწევს მეთვალყურეობას კლიმენტიევის დაკარგვის საქმის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG