Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ხუხაშვილი


გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი

24 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. მსოფლიოში ხორბლის მცირე მოსავლის გამო პურის ფქვილის გაძვირება მოსალოდნელიც იყო და ვარაუდობენ, რომ შემოდგომისთვის პური კიდევ უფრო გაძვირდება. შესაბამისად, გაძვირებულია სასურსათო ბაზარი. რამ გამოიწვია ფასების ასეთი მატება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის, ამ საკითხებს მიეძღვნა რადიო თავისუფლების დილის ეთერი. როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული ფასების სპეკულაციური ზრდა, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მოახერხოს მსგავსი სიტუაციის დარეგულირება: ”მთავარი პრობლემა ამ შემთხვევასი ის არის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიურად ისედაც მძიმე სიტუაციაში იმყოფება. გაზრდილი ფასები კი მათ კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება მხრებზე. მითუმეტეს, ახლოვდება ზამთარი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ ხარჯებს”, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
XS
SM
MD
LG