Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას 2011 წლის ივლისიდან დაიწყებს


ავღანეთის არმიასა და პოლიციას კიდევ ერთი წელი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულების აღება და შესრულება შეძლოს. ამის შესახებ ორშაბათს ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვანელმა, ამერიკელმა გენერალმა უილიამ კოლდუელმა განაცხადა. მისი განმარტებით, მსხვილი, დამოუკიდებელი ოპერაციების ჩატარებას ავთანეთის დაჯგუფებები მომავალი წლის ოქტომბრისთვის შეძლებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას 2011 წლის ივლისოდან დაიწყებს. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ჯარების გამოყვანის ტემპები ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG