Accessibility links

16 მილიონამდე პაკისტანელს შიმშილი და ავადმყოფობა ემუქრება


ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდი პაკისტანთან წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. პაკისტანის ხელისუფლება, შესაძლოა, ქვეყენაში შესული დახმარების განაწილების დროს სირთულის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო როიტერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მასუდ აჰმედმა განუცხადა. მისი განმარტებით, წყალდიდობა პაკისტანის ეკონომიკაზე ეფექტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოახდენს. გაეროს მონაცემებით, პაკისტანის ეკონომიკის აღსადგენად საჭირო 460 მილიონი დოლარის მხოლოდ 70%-ია ჯერ შეგროვებული. 16 მილიონამდე პაკისტანელს შიმშილი და ავადმყოფობა ემუქრება. მილიონნახევარი ადამიანი უკვე მკურნალობს სხვადასხვა სახის ინფექციისგან განსაკურნად. დატბორილია 11 000 დასახლება, მილიონამდე სახლი დანგრეულია. ქვეყნის სამხრეთში, სინდის პროვინციაში ახალი წყალდიდობის შიშით სახლები ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.
XS
SM
MD
LG