Accessibility links

logo-print
ორსართულიანი კომპაქტური შენობა, რომელსაც თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დამპალი აქვს და სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ფოცხოეწერის სკოლაა. იგი სოფლის ბოლოში მდებარეობს. სკოლას ინვენტარიც ძველი აქვს. მოსწავლეთა რაოდენობა 30-ს არ აღემატება. ადგილობრივების განმარტებით, მოზარდები სოფელს ორი მიზეზის გამო ტოვებენ - პირველი, რომ სოფელში მძიმე საყოფახოვრებო პირობებია და, მეორე, სკოლაში მხოლოდ ცხრაკლასამდე განათლების მიღებაა შესაძლებელი.

მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც 10 წელია ფოცხოეწერის სკოლაში მუშაობს, ამბობს, რომ მოსწავლეთა სიმცირე დემოგრაფიულმა ფონმა გამოიწვია.

ფოცხოეწერში ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები 7 კილომეტრს ჯვარზენის სკოლაში განათლების მისაღებად ფეხით გადიან, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მკაცრი ზამთარი იცის - იქ თოვლის სიმაღლე მეტრ-ნახევარს აღწევს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ფოცხოეწერის სკოლის სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ გააჩნია, თუმცა გამგებელი მამუკა ქარდავა ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის, ისე როგორც სხვა სოფლების, ფოცხოეწერის სკოლასაც გაარემონტებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ფოცხოეწერში მცხოვრებნი კი უკვე რამდენიმე წელია სკოლის რეაბილიტაციას და საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ, რაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG