Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახაჩყალაში მოკლეს ქალაქის სატელეფონო ქსელის მთავარი ინჟინერი


მახაჩყალაში მოკლეს ქალაქის სატელეფონო ქსელის მთავარი ინჟინერი ნასრუდინ ჯამალოვი. დაღესტნის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დღეს დილით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ჯამალოვის სამსახურის მანქანას. ზოგიერთი ინფორმაციით, ჯამალოვთან ერთად მოკლულ იქნა მისი მძღოლიც. თუმცა, სხვა ცნობებით, მძღოლი დაჭრილია. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. მიმდინარეობს მათი ძიება.
XS
SM
MD
LG