Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში 30 ადამიანი დაიღუპა მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად


სომალის მთავრობამ, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, განაცხადა, რომ 30 ადამიანი იქნა მოკლული, როცა თვითმკვლელმა და შეიარაღებულმა პირებმა იერიში განახორციელეს სასტუმროზე დედაქალაქ მოგადიშუში. მოკლულთა შორის იყო პარლამენტის სულ ცოტა ექვსი წევრი, რომლებიც სასტუმროში ცხოვრობდნენ. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა. ხელისუფლების თანახმად, თავდამსხმელთაგან ზოგს მთავრობის ჯარისკაცების ფორმები ეცვა. სომალის 1991 წლიდან არ ჰყოლია სტაბილური მთავრობა. ალ-შაბააბმი აცხადებს, რომ ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ ჩამოაგდებს პროდასავლურ მთავრობას, რომელსაც აფრიკის კავშირის 6000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი იცავს.
XS
SM
MD
LG