Accessibility links

ერაყში ამერიკის ჯარისკაცების რიცხვი 50 ათასზე დაბლა დაეცა


შეერთებული შტატების სამხედროთა თანახმად, ერაყში ამერიკის ჯარისკაცების რიცხვი 50 ათასზე დაბლა დაეცა. ეს განცხადება დღეს გაკეთდა პრესრელიზში, რომელშიც არ არის აღნიშნული, ზუსტად რამდენი ჯარისკაცია ამჟამად ერაყში. 2009 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2010 წლის აგვისტოში შეწყვეტდა საბრძოლო ოპერაციებს და საბრძოლო ჯარების რაოდენობა 50 ათასზე დაბლა დაეცემოდა. ამერიკის უკანასკნელმა საბრძოლო შენაერთმა ერაყში გასულ კვირაში დატოვა.
XS
SM
MD
LG