Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ჯარებმა გამაფთრხილებელი გასროლები გააკეთეს ავღანეთში ხალხმრავალი თავყრილობისას


დღეს ნატომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ჯარებმა გამაფთრხილებელი გასროლები გააკეთეს ავღანეთში ხალხმრავალი თავყრილობისას, რომლის მონაწილეები ადგილობრივი რელგიის მასწავლებლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ნატოს ეჭვი აქვს, რომ მასწავლებელი კავშირშია კოალიციის პატრულზე იერიშთან, რომელიც ორი კვირის წინ განხორციელდა. ის ორშაბათს დააპატიმრეს. ნატოს თანახმად, სამოქალაქო პირები არ დაშავებულან დღევანდელ დემონსტრაციაზე, რომელზეც 300-მდე ადამიანი შეიკრიბა ბაღრამის სამხედრო ბაზის გარეთ. მაგრამ ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, დაუდგენელი პირის მიერ ერთი მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით.
XS
SM
MD
LG