Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს


უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 19 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს, ამ ქვეყნის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში, გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებლობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკრაინას საგანგებო ვიდეომიმართვით მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, განაცხადა რა, რომ უკრაინელებსა და ამერიკელებს საერთო დემოკრატიული ფასეულობები აქვთ: „ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის შემდეგ გვერდში უდგას. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას დემოკრატიის სრული სარგებლებისა და მასთან დაკავშირებული სიკეთეების მიღების გზაზე.“
XS
SM
MD
LG