Accessibility links

გაერო დევნილთა ბოლოდროინდელი გამოსახლების გამო წუხილს გამოთქვამს


გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებიდან ბოლოდროინდელი გამოსახლების გამო წუხილს გამოთქვამს. კომისარიატის თბილისის ოფისის განცხადებით, გამოსახლების პროცესი სათანდო გამჭვირვალობის, ან დევნილთა ინფორმირების გარეშე მიმდინარეობს. გაეროს კომისარიატის თბილისის ოფისში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობასთან მიღწეულია პოზიტიური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გამოსახლების სტანდარტული პროცედურის შემუშავებას და მის გამოყენებას დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საჭირო ორგანიზებული გადაადგილებისას
XS
SM
MD
LG