Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი კონსტიტუციის პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს


არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი პარლამენტს კონსტიტუციის პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივებას სთხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობია, რის საფუძველზე არ გაითვალისწინეს გავლენიანი პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციის პროექტისადმი გამოთქმული შენიშვნები. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა საერთო-სახალხო განხილვისთვის კონსტიტუციის პროექტი საზოგადოებრივი აქტივობის მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე პასიურ დროს, ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა, განხილვა კი, აგვისტოში მიმდინარეობს. ”კონსტიტუციური კანონპროექტის ამოქმედებამდე, ანუ 2013 წლამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის მსგავსი ფორმით განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესს" - ნათქვამია სამი ორგანიზაციის მიმართვაში. ისინი პარლამენტს სთხოვენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა 2011 წლისთვის გადადოს და მსჯელობის ეფექტური ფორმატის შესაქმნელად, ძირითად პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაუყოვნებლივ დაიწყოს.
XS
SM
MD
LG