Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოხალისე მასწავლებელთა დასახვედრად კახეთშიც ემზადებიან


სიღნაღი
სიღნაღი
კახეთში იმ მოხალისე მასწავლებელთა დასახვედრად ემზადებიან, რომლებიც, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, საქართველოში ჩამოვიდნენ. რამდენი პედაგოგი გადანაწილდება კახეთის რეგიონში, განათლების რესურსცენტრებში დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან. დეტალურად არც მოსახლეობამ იცის რამე, თუმცა იმის საფუძვლეზე, რაც მათ ამ სიახლის შესახებ გაიგეს, პროგრამას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ნაწილი მოსალოდნელ პრობლემებზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ უცხოელ პედაგოგებს შესაძლოა ქართველ ბავშვებთან მუშაობა გაუჭირდეთ.

ზოგი ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სპეციალისტები საქართველოშიც არიან და სკოლებში სწორედ მათი დასაქმება ჯობს.

მოსახლეობის ნაწილს კი დიდი ცვლილებების იმედი აქვს და ამბობს, რომ ახალი პროგრამა და უცხოელი პედაგოგების ენთუზიაზმი შედეგს გამოიღებს.

როგორ გამოიყენებენ უცხოელი პედაგოგების ცოდნას კახეთში და როგორი იქნება მათი მუშაობის შედეგი რეგიონში, ეს უკვე ახალი სასწავლო წლიდან გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG