Accessibility links

logo-print

გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა


გარევაჭრობის აღდგენისა და შესაბამისი პირობების შექმნის მოთხოვნით, თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები კვლავ კონსერვატიული და ხალხის პარტიები იყვნენ. დღესვე დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გარემოვაჭრეთა ლიგა," რომელმაც მიზნად გარემოვაჭრეთა ინტერესების დაცვა გამოაცხადა. თბილისში გარევაჭრობის აკრძალვას დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშავილი. მისი შეფასებით. ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გარემოვაჭრეებს ბაზრებში ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს არ შესთავაზებდნენ.
XS
SM
MD
LG