Accessibility links

”ნაბუკოს” გაზსადენის პროექტიდან თურქეთ-ირანის მარშრუტი გამოირიცხა


”ნაბუკოს” გაზსადენის პროექტიდან თურქეთ-ირანის საზღვრის მარშრუტი გამოირიცხა. პროექტის მმართველი კონსორციუმის განმარტებით, მიზეზი შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაა. ამავე კონსორციუმის ინფორმაციით, დღის წესრიგში რჩება გაზსადენის მომმარაგებელი ორი ხაზის მშენებლობა საქართველო-თურქეთის და ერაყი-თურქეთის საზღვრებზე. კონსორციუმი აღნიშნავს, რომ ორი დასახელებული მარშრუტი ქმნის გაზის მიწოდების წყაროთა ფართო სპექტრს ”ნაბუკოს” მილსადენისთვის, რომელიც ევროპის მომარაგებისთვის ბუნებრივ აირს მიიღებს აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ერაყიდან.
XS
SM
MD
LG